როდემდე შენარჩუნდება საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი

როდემდე შენარჩუნდება საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი

5 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.