სოსო მანჯავიძე:   აშკარაა,რომ ივანიშვილმა და პუტინმა არამარტო სტრასბურგის სასამართლო, არამედ მსოფლიო ბანკიც მოისყიდეს

სოსო მანჯავიძე: აშკარაა,რომ ივანიშვილმა და პუტინმა არამარტო სტრასბურგის სასამართლო, არამედ მსოფლიო ბანკიც მოისყიდეს

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

ჯერ სტრასბურგის ღალატი ვერ მოენელებინა ჩვენს "პროდასავლურ და ანტიივანიშვილურ" (ნიკა გვარამიას ფორმულირებაა) პოლიტენჯეო სექტორს,რომ მეორე მახვილი ჩასცეს ზურგში მუხანათურად.

და ვინ?

მსოფლიო ბანკმა.რომელმაც "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები" გამოაქვეყნა.

მოკლედ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს, რომელსაც "რუსი ოლიგარქი“ ივანიშვილი რუსეთისკენ მიაქანებს, 2012 წელთან შედარებით ყველა მიმართულებით გაუმჯობესება "დაუწერა."

აშკარაა,რომ ივანიშვილმა და პუტინმა არამარტო სტრასბურგის სასამართლო, არამედ მსოფლიო ბანკიც მოისყიდეს.

რაღა ეშველებათ აწი, რა უნდა ქნან?

ალყაში არიან

ერთი კუნძულიღა დარჩა დასავლეთს, ერთი აუღებელი გოდოლი. უფრო სწორედ ის, ნამდვილი,ჭეშმარიტი დასავლეთი მხოლოდ აქ არის,ნიკა გვარამიასთან,კვესიტაძესთან და მთელ ამ გაუგებრობაში მყოფ ხალხთან,ზოგი რევოლუციას რომ აანონსებს და ზოგიც ავტომატებიანი ხალხის ტყეში გავარდნით იმუქრება.

ძალიან სასაცილო სიტუაციაა,მეტი რომ არაფერი ვთქვათ.

მე,პირადად,საკმაოდ კრიტიკულად ვუყურებ ასეთ ინდიკატორებს,მაგრამ ამათ ხომ მთელი ნარატივი იმაზე აქვთ აგებული,რომ პროდასავლურები არიან,ხოლო ივანიშვილის მთავრობა - პრურუსული, რის გამოც მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებისათვის ყველა მეთოდი გამართლებულია.

ერთი რამით ნამდვილად სასარგებლოა სტრასბურგის სასამართლოს და მსოფლიო ბანკის შეფასებები.

ისინი, გამანადგურებელ დარტყმას აყენებენ საქართველოში გაბატონებულ ავადმყოფურ დიხოტომიურ ტრენდს და პოლიტიკური ველის გაჯანანსაღების შანსს აჩენენ.