მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის" კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების სწორ გზაზე დგას - წერს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
"მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის" კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების სწორ გზაზე დგას. მიუხედავად ქვეყანაში არსებული პრობლემებისა, კვლევის ექვსივე კომპონენტში (1. გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება 2. პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ ტერორიზმის აღმოფხვრა 3. ეფექტური მმართველობა 4. რეგულირების ხარისხი 5. კანონის უზენაესობა 6. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) გვაქვს სერიოზული წინსვლა და ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი, ხოლო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე მეორედ მოხვდა.
მოდით კიდევ ერთხელ ვნახოთ რას მიაღწია საქართველომ ბოლო 7 წლის მანძილზე, სად ვიყავით 2012 წელს და სად ვართ ახლა 2019-ში:
- გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება - 2012 წელი 107-ე, ხოლო 2019 90-ე ადგილი;
- პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ ტერორიზმის აღმოფხვრა - 2012 წელი 161-ე, ხოლო 2019 148-ე ადგილი;
- ეფექტური მმართველობა - 2012 წელი 64-ე, ხოლო 2019 55-ე ადგილი;
- რეგულირების ხარისხი - 2012 წელი 55-ე, ხოლო 2019 36-ე ადგილი;
- კანონის უზენაესობა - 2012 წელი 97-ე, ხოლო 2019 76-ე ადგილი;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - 2012 წელი 67-ე, ხოლო 2019 50-ე ადგილი;
ოპოზიციის, ხელისუფლების ოპონეტების და სკეპტიკოსების შეფასებებზე რომ თითქოს ქვეყანაში არაფერი კეთდება, პროგრესი/განვითარება შეჩერებულია და თურმე უფრსკულისკენაც კი მივექანებით, ამომწურავი პასუხი გასცა "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის" კვლევამ და შეფასებამ, რომელიც თავის მხრივ 30-ზე მეტი, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს ეყრდნობა.
სრულიად გაუგებარი და სასაცილოც კი არის „ევროპული საქართველოს" წევრის პროდასვლელი პოლიტიკოსის ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარი თითქოს ხელისუფლება არასწორ მონაცემებს უგზავნის „მსოფლიო ბანკს", არადა ბავშვმაც კი იცის რომ "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის" კვლევა ეყრდნობა: მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, Freedom House-ის, IREX Media Sustainability Index-ის, Open Budget Index-ის, World Justice Project-ის და სხვა ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებს, მათ შორის არამხოლოდ საქართველოს შესახებ.
მიუხედავათ მსოფლიო დონეზე აღიარებული ასეთი წარმატებებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უფრო ინტენსიურად განაგრძოს რეფორმები ყველა მიმართულებით, რათა მომავალ წლებში კიდევ უფრო უკეთესი მაჩვენებლები გვქონდეს, გაგრძელდეს პროგრესი და ის კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს ყველა მოქალაქისთვის.
აღნიშნული კვლევა კიდევ უფრო განუმტკიცებს რწმენას ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და მეგობრებს რომ გაგძელდეს საქართველოს სრული მხადაჭერა ყველა მიმართულებით.