“რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე სკანდალია.
კითხვაზე, ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და შეწყალებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები რამდენად მეტყველებს მის ადეკვატურობაზე?!
- ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი არაორდინალური ქცევით ყოველთვის სკანდალში ეხვევა.
მისივე თქმით, საზოგადოება პრეზიდენტისგან კიდევ ბევრ სიუპრიზს უნდა ელოდოს.
“სალომე ზურაბიშილი სანამ პრეზიდენტი იქნება, გაგვაკვირვებს თავისი არაორდინალური თუ სკანდალური გადაწყვეტილებებით. ის ქალი კი არა, მოსირულე სკანდალია.
მან, რაც არ უნდა გააკეთოს პატიმრების შეწყალებით დაწყებული, კაბების შერჩევით დამთავრებული, ყველგან სკანალში ეხვევა. ასეთია, სადაც შეიძლება გათხაროს, ყველგან თხრის“,- განაცადა დავით ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ყურადღება მორიგი არაორდინალური პოსტით მიიქცია.
საუბარია ტანსაცმლის კოლექციაზე, რომელთაგან ერთ-ერთის შერჩევას ზურაბიშვილი სოციალურ მომხმარებლებს სთხოვს.
შენ რა ჯანდაბა გაგთხარა?!