სად დაკრძალავენ გია ყანჩელს - მთაწმინდაზე?

სად დაკრძალავენ გია ყანჩელს - მთაწმინდაზე?

სად დაკრძალავენ გია ყანჩელს - მთაწმინდის, დიდუბისა თუ მახათას პანთეონში? საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოში პასუხი არ აქვთ, ცნობილ კომპოზიტორს, გია ყანჩელს სამუდამო განსასვენებელთან დაკავშირებით. როგორც “2020NEWS“ ბატიაშვილის უწყებაში განუცხადეს, გია ყანჩელი ახალახანს გარდაიცვალა და ამიტომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ ვირტუოზ კომპოზიტორს სად დაკრძალავენ.

“გია ყანჩელი რამდენიმე საათია, რაც გარდაიცვალა, ისიც არ ვიცით პანაშვიდები როდის გაიმართება. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, მთაწმინდის პანთეონში ადგილი არ არის. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, თუ სად დაიკრძალება გია ყანჩელი, ეს იქნება დიდუბის, მთაწმინდისა თუ მახათას პანთეონი“, - განუცხადეს “2020NEWS“-ს სამინისტროში.

შეგახსენებთ, ცნობილი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა. ის იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, საუკეთესოდ არის მიჩნეული.