„ვინც კი მხვდება ქუჩაში, ყველა მადლობას მიხდის, იმიტომ, რომ ხვდებიან რეალურად რა დონის სამუშაოები კეთდება“, – ამის შესახებ კახა კალაძემ, დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი დედაქალაქისთვის კეთდება.
„ვინც კი მხვდება ქუჩაში, ყველა მადლობას მიხდის, იმიტომ, რომ ხვდებიან რეალურად რა დონის სამუშაოები კეთდება. რა თქმა უნდა არის მტვერი, ხმაური. ღამის 4 საათზე სამუშაოები როდესაც მიდის, მაგრამ ისინი ხედავენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი დედაქალაქისთვის. იმისთვის რომ დედაქალაქი იყოს უსაფრთხო და მოქალაქეზე ორიენტირებული. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს მოთმინებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.