დიდი მაესტრო გია ყანჩელი გარდაიცვალა

დიდი მაესტრო გია ყანჩელი გარდაიცვალა

84 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, გია ყანჩელი გარდაიცვალა. კომპოზიტორი დიდი ხნის განმალობაში ავადმყოფოbდა. ის საფრანგეთში მკურნალობდა. 10 აგვისტოს 84 წლის იუბილე მან სწორედ საავადმყოფოში აღნიშნა.

გია ყანჩელის შემოქმედება ისეთი ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ კომპოზიციებს მოიცავს, როგორებიცაა „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“, „როცა აყვავდა ნუში“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ III და სხვა. სწორედ მას ეკუთვნის სიმღერები: ყვითელი ფოთლები, „ის აქ არის“, „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“, „საით მიდიხარ“, „ჩიტო გვრიტო“ და ა.შ.

ეპოქალური კომპოზიტორის მემკვიდრეობიდან ასევე აღსანიშნავია სიმფონიური მუსიკა. 1974 წელს შექმნილმა In Memoria di Michelangelo-მ ყანჩელს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1995 წლიდან არტისტი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობდა.

amo შეუნდოს უფალმა, ნათელი დაადგეს. ყველა გაგებით უმაღლესი პიროვნება იყო.
5 წლის უკან