"ბოკერია თუ ანტიქრისტე იყო, ამდენი ხანი ანტიქრისტე ედგა გვერდით?"

პოლიტიკოსები წინასაარჩევმოდ ცდილობენ, რომ პატრიარქთან გადაღებული ფოტოებით, ჯვრებით, ბაიარაღებით ქულები ჩაიწერონ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დრომოჭმული მეთოდია და აღარ გაჭრის, განაცხადა მამა პეტრე კოლხმა გადაცემა "რეაქციაში".

“ბოკერია იმ პარტიის წევრი იყო, რომლის ლიდერიც წლების განმავლობაში იყო და არის დღემდე მიხეილ სააკაშვილი.  რატომ მაშინ არ ახსენდებოდა ვთქვათ, თუ ის ანტიქრისტე იყო და მის გვერდით ანტიქრისტე იდგა?

ეს ერთი, მე მახსენდება მეორე ფაქტი, როგორ ჩაეძინა სააკაშვილს პატრიაქრის სავარძელში ელიას მთაზე, ტაძრის საძირკველი რომ იკურთხებოდა. ესეც ალბათ იმ რელიგიის  პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელსაც ის ემსახურებოდა, მაგრამ ძალიან უნიჭოდ  ემსახურებოდა და ამს გამო მას ქულები უფრო მეტად ჩამოერთვა. ის, რომ მან ეთერის საშუალებით დაგვანახა, რომ უკეთია ჯვარი, მაშინ საპირისპიროდ გეტყვით, რომ საქართველოს მეფემ, გიორგი მეთერთმეტემაც გარეგნულად მიიღო ისლამი ირანში და ჯვარი ეკეთა. ქრისტიანობა არ არის ის, რომ გარეგნულად ჯვარი ატარო”, – განაცხადა მამა პეტრემ.

სოციალისტი ბოკერია რაც იყო და რაც არის რელიგიასთან, მართლმადიდებლობასთან და ყველაფერ სხვა დანარჩენ ქართულთან მიმართებაში სააკაშვლმა რომ არ თქვას ისე საკუთარი შეხედულება არ გააჩნია პეტრე კოლხს??!! ანდა თუ მღვდელმსახურია არ იცის, რომ მონანიების და გამოსწორების უფლება მიხეილ სააკაშვილსაც აქვს?!
5 წლის უკან