ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია “გამარჯვებული საქართველო”-ს აღმასრულებელი მდივნის, გურამ ჩალაგაშვილის დაკავებაზე, ოპოზიციის ლიდერების გამოთქმულ შეფასებებს ეხმიანება, რომლებმაც განაცხადეს, რომ ჩალაგაშვილის დაკავება ოქრუაშვილის პარტიის პოლიტიკური დევნის გამო მოხდა.
“ოქრუაშვილის პარტიის “პოლიტიკური დევნაო”. ეტყობა ისეთი ჭარბი რეიტინგით “შეაშინა” ამ პარტიამ ხელისუფლება, რომ გადავიდნენ “აქტიურ ქმედებებზე”.
შეკითხვა #1- “ჩაგუგლვის’ გარეშე, ოქრუაშვილის პარტიას რა ჰქვია?
შეკითხვა #2 – გურამ ჩალაგაშვილი გაგიგიათ?..
პარტიის წევრობა, ცნობადობა თუ ‘სახალხო არტისტობა’ არაა იმის ინდულგენცია, რომ პოლიციას ებლატავო. “ – წერს გია აბაშიძე.