„ქართულ ოცნებასთან“ დახლოებული ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სკანდალური დეპუუტატის, ვანო ზარდიაშვილის „ლობისტების“ შესახებ წერს:
„საჯაროდ პირველად ვწერ ამას! 2016 წლის არჩევნებისას მქონდა ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილი სამგორის რაიონის მაჟორიტარად უნდა დასახელებულიყო. მომაწოდეს ინფორმაციები მასზე იმ რეპრესირებულმა ხალხმა, ჩვენ ოცნების მხარდამჭერები გავემიჯნებით და მხარს არ დავუჭერეთო.
მაშინ დავიწყე წერა, ვამხილე მისი საქმიანობა. მისი ნაცობა, მანდატურებზე ზემოქმედება და ფაქტებიც მოვაყოლე. აი მაშინ ატყდა თუ ატყდა ამბავი.
ჩემმა რამდენიმე მეგობარმა იცის, რა ხალხი გამოვიდა კავშირზე ჩემთან თხოვნებით შემეწყვიტა მისი მხილება. კარგი ბიჭიაოო, ოცნებისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და შეეშვიოო. გვარები რომ ჩამოგითვალოთ ახლა, ვინ ლობირებდა მას, გულიც გაგისკდებათ!
ხოდა გავუწიე ანგარიში იმ ადამიანებს, პატივი ვეცი. მაჟორიტარად მაინც ვერ გარისკეს და სიაში შეაპარეს ბოლოს. ხოდა დღეს მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ვნანობ, რომ მაშინ გავჩუმდი, ძალიან ვნანობ. თუმცა არის რაღაც, ხანდახან რომ გიწევს ანგარიში გავუწიოთ ვიღაცეებს! ეს რომ სიმართლეა, ჩემმა 5 მეგობარმა იცის რა დილემის წინაშე ვიდექი მაშინ და როგორ უნდოდათ ჩემი გაჩუმება! ერთ მოქმედ მაღალჩინოსანს ვეცი პატივი მაშინ!“, - წერს ნინო ჯღარკავა