გრიგოლ ვაშაძე:  სააკაშვილს კოლბაში გამოყვანილი ქართველები არ უნდა

გრიგოლ ვაშაძე:  სააკაშვილს კოლბაში გამოყვანილი ქართველები არ უნდა

მიხეილ სააკაშვილს კოლბაში გამოყვანილი ქართველები არ უნდა , - ამის შესახებ "ძალა ერთობაშია"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილმა თქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია, რომ მას არ უნდა კოლბაში გამოყვანილი ქართველი, ძალიან მოსწონს დღევანდელი ქართველი და უნდა, რომ ამ ქართველს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების უფლებები“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, გიგა ბოკერიასთან „ფუნდამენტური განსხვავებები აქვს“. სააკაშვილის განცხადებით, გიგა ბოკერიამ და „ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან“.