ჩამოვა, დაიჭერენ და შეაგდებენ ციხეში. ამით დამთავრდება მაგის საქმე

ჩამოვა, დაიჭერენ და შეაგდებენ ციხეში. ამით დამთავრდება მაგის საქმე

ჩამოვა და დაიჭერენ და შეაგდებენ ციხეში და მაგით დამთავრდება მაგის საქმე - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას განაცხადა.

„ჩამოვა და დაიჭერენ და შეაგდებენ ციხეში და მაგით დამთავრდება მაგის საქმე. ქართული სახელმწიფოერიობის ფუძემდებელი კი არ არის, მაგან პრობლემები შეუქმნა საქართველოს. დღეს მაგის დატოვებული ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშეა. ნატოსთან ურთიერთობის პრობლემები რაც არ უნდა დაახლოებული პრობლემები გვქონდეს, მაგან დაგვიტოვა ეს პრობლემები რომ სამხედრო ბაზები რომ შემოაყვანინა რუსებს",-განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.