ნიკა გვარამია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
“ამ არხს უკვე აღარც პატრონი ჰყავს და არც სინდისი. ჯერ ხომ იქ დარჩენილ “კოლეგებს” ფეხებზე კიდიათ დავალიანებებით გამოყრილი ხალხი, ვისთანაც ჯერ კიდევ გუშინ მუშაობდნენ. მერე ჟურნალისტურად უმაღლეს სიმაღლეებს შეწვდნენ და კომენტარიც არ თხოვეს.
რაც შეეხება აუდიტის დასკვნას და ჩივილს. თუ მე მიჩივით, სასამართლო დაივიწყეთ. ჩემთან კონტრაქტს ჩახედეთ და ამოიკითხავთ – ლონდონის არბიტრაჟი. იქვე ჩემი შემხვედრი მოთხოვნა იქნება დაყენებული 5 მილიონ დოლარზე. ხოდა, ვინ რას მოიგებს, როცა მურუსიძის მადლი ვეღარ დაგფარავთ, დაგანახვებთ“.