სიღნაღში სასტუმრო

სიღნაღში სასტუმრო "ნიკალას" ცეცხლი გაუჩნდა

სიღნაღში, სასტუმრო "ნიკალაში" ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აალება სახურავიდან დაიწყო.

ადგილზე მობილიზებულია სიღნაღისა და დედოფლისწყაროს 8 სახანძრო მანქანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმროდან მოქალაქეთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის გაჩენის მიზეზებზე გამოძიება მუშაობს.