"Glovo თაღლითები და ყაჩაღები ხართ!" - კომპანია გამოძახების გარეშე მოქალაქეებს თანხას აჭრის

ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი სოციალურ ქაელში წერს, რომ "გლოვო" ანგარიშიდან თანხას თაღლითური გზით აჭრის.

"ახლა მომისმინეთ, მივმართალ #glovo უსინდისოები, თაღლითები და ყაჩაღები ხართ! ერთი წელია არაფერი გამომიძახებია თქვენგან და ამ წუთას ჩამომეჭრა რაღაც თანხა. დროზე გაარკვიეთ ქურდებო. #Glovo!!! ვინმემ თუ იცით საკონტაქტო მომწერეთ მე ვერ მივაგენი!" - დაწერა თუმანიშვილმა სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტი აღნიშნულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლებმა კომენტარებში დაწერეს, რომ კომპანია "გლოვომ" გამოძახების გარეშე მათაც ჩამოაჭრა თანხა.