„თვალში საცემი და აუტანელი იყო ჩემთვის იმ საღამოს, მეორე დღეს და დღემდე გრძელდება კრიტიკა, როგორ თუ მან ეს გააკეთა.
ეს რომ გააკეთა მან, ალბათ თავადვე იცის რომ მაინცდამაინც სახარბიელო მისთვისვე არ იყო. მაგრამ, ქალიც ადამიანია, ქალი ადამიანის მეგობარია და ზოგს ჰგონია კიდევ... მაგრამ ქალს აქვს თავის ემოციები და ნერვები და ის არ უნდა მიიყვანო იქამდე, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას.
ალბათ, მან ჩემზე კარგად იცის, ეს კარგი იყო თუ ცუდი. ამიტომ ამაში ჩემი როლი ჭკუის დამრიგებელი ვერ იქნება. აუტანელი იყო ის, რომ დაიწყო მისი კრიტიკა.
ასეთი მწვავე კრიტიკა მე არ მახსოვს, როდესაც მელია და კვირიკაშვილი გაეჯგიმნენ ერთმანეთს პარლამენტში. მანამდე იყო ზვიადაურსა და სხვებს შორის დაპირისპირება.
კი, ქალისა და კაცის დაპირისპირება პირველი იყო და ეს ტესტიც იყო გარკვეულწილად, იმიტომ, რომ მანამდე მე არ მახსენდება ასეთი კრიტიკა, ასეთი მწვავე სიტყვები, ასეთი მოწოდებები, ბესელიას ეუბნებიან იცით პარლამენტი რა არის?..
თუ ცუდია, ეს ცუდია მაშინაც, როდესაც ამას სჩადის კაციც და ქალიც და ეს უნდა ითქვას ხოლმე ხმამაღლა.
მაგალითად, მე მომსწრე ვიყავი და იქ ვიდექი, როდესაც მელია და კვირიკაშვილი ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ უშვერი სიტყვებით. შემდეგ იყო კრიტიკა ჩემი კოლეგა კაცი მინისტრებისადმი, რას აკეთებდით იქ, ვერ ჩაერიეთ? გეჩხუბათ რომ დაგეცვათ პრემიერმინისტრიო... ის კი არ იყო პარლამენტი რატომ შეურაცხჰყავით ან ერთმა ან მეორემ...
ზოგადად, ყველა ქვეყნის პარლამენტში ხდება, იმიტომ რომ უშუალოდ ერთმანეთთან არიან პოლიტიკურად დაპირისპირებული ადამიანები და ვერ იკავებენ თავს, მაგრამ რაც ნაკლები იქნება ასეთი შემთხვევები პარლამეტში, ეს უფრო შეფერის ვიდრე ჩხუბი და ხელის შეხება ერთმანეთისადმი.
ძალიან მნიშვნელოვანია კაცმა დეპუტატებმა, რომლებიც ქალ დეპუტატს მოუწოდებენ ქცევის კორექტირებისკენ და თავშეკავებისკენ, თვითონ გაიაზრონ, რომ ქალი დეპუტატი ძალიან ცოტა იყო წარსულში, ახლა ცოტა მეტია და იმედი მაქვს უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდ ქალი შევა პარლამენტში და ამ ქალთა მონაწილეობის ინსტიტუტს პოლიტიკაში უფრო მეტად მოუფრთხილდნენ.
აღარაფერს ვამბობ და მგონი ჩვენს შეფასებას არ იმსახურებს ის ფაქტი, რომ ქალს რაღაც წამოაძახო" - განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემა "კვირის ამბები ნანა ლეჟავასთან" ერთად.