ხათუნა ხოფერია:  ზურას მკვლელობის საქმის “წამოძახებამდე” ერთი ნაბიჯია დარჩენილი! წავა და თავის ნაგავსაც თან წაგიყოლებთ!

ხათუნა ხოფერია:  ზურას მკვლელობის საქმის “წამოძახებამდე” ერთი ნაბიჯია დარჩენილი! წავა და თავის ნაგავსაც თან წაგიყოლებთ!

“ზურას მკვლელობის საქმის “წამოძახებამდე” ერთი ნაბიჯია დარჩენილი! წავა და თავის ნაგავსაც თან წაგიყოლებთ!”– ასე ემიანება ხათუნა ხოფერია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, რომელიც მან “მთავარ არხს” მისცა და გიგა ბოკერია მართლმადიდებლობის მტრად გამოაცხადა, მოგვიანებით ბოკერიამ მას სამარცხვინო ფარისეველი უწოდა.

“როგორ მოკრძალებულად და ქრისტიანულ მორალზე აპელირებით ეპასუხებიან ევრონაცები ბელადს.. ემანდ, გიჟია და ვაბანკზე არ წავიდესო. სირცხვილია, ფარისევლობაა, არ ეკადრება… უი, უი… როგორ ახატია მიშას ეგ თქვენი სექსუალური კვნესები.

ერთი, რაც არ ახატია და ჯერ ისევ აჩერებს, ჟვანიას გარდაცვალების ფაქტია. ჰო და, სადაც ეკლესიასთან და მართმადიდებლობასთან ბოკერია და მისი “კრიშების” ბრძოლის ფაქტს შეეხო, რადგან ტაბუ მოხსნა დაფინანსების ძირითადი მიზნების და წყაროების დასახელების ალბათობას, რადგან გაფრთხილება მიიღეთ, გახსოვდეთ, ზურას მკვლელობის საქმის “წამოძახებამდე” ერთი ნაბიჯია დარჩენილი! წავა და თავის ნაგავსაც თან წაგიყოლებთ! საქართველოს პროკურატურა, კიდევ დიდხანს უნდა გელოდოთ?… იცვლება მსოფლიო წესრიგი! თქვენ კი, მაინც არაფერი გშველით!”– წერს ხათუნა ხოფერია.