დავით ზარდიაშვილი:  „მთავარი ფსიქიატრიული კლინიკა“ რეალიტი-შოუდან უალტერნატივო სინამდვილედ იქცევა!

დავით ზარდიაშვილი: „მთავარი ფსიქიატრიული კლინიკა“ რეალიტი-შოუდან უალტერნატივო სინამდვილედ იქცევა!

„მთავარი ფსიქიატრიული კლინიკა“ რეალიტი-შოუდან უალტერნატივო სინამდვილედ იქცევა! - წერს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაფერი თავის ადგილას დადგება, თუკი წარმოიდგენთ, რომ უყურებთ სატელევიზიო რეალიტი-შოუს, რომელსაც ჰქვია არა „მთავარი არხი“, არამედ „მთავარი ფსიქიატრიული კლინიკა“; ამ შოუში ონ-ლაინ უჩვენებენ კლინიკის პაციენტებს, ოღონდ ექიმებისა და პერსონალის გარეშე; ამ პაციენტებს ორ ჯგუფად ყოფენ: შოუს წამყვანებად, ხოლო მეორე ჯგუფს კი „პოლიტიკოსების“ როლს ათამაშებენ; ასე მაგალითად: გუშინ „მთავარი პაციენტიც“ ჰყავდათ, რომელიც „მთავარი პოლიტიკოსის“ როლს თამაშობდა;

ეფექტი შესანიშნავია - მთელი ქვეყანა იქცევა ამ რეალიტი-შოუს არა მხოლოდ პასიურ მაყურებლადა და მომხმარებლად, არამედ აქტიურად თანამონაწილე პუბლიკად, რომელიც ჯერ იწყებს რეალობის დანახვასა და აღქმას, მის „გაზომვასა“ და შეფასებას ამ „რეალიტი შოუს“, ანუ ფსიქატრიული კლინიკის პაციენტების პათოლოგიური „სტანდარტებით“, საბოლოო ჯამში ეს შოუ, ანუ სატელევიზიო „ვირტუალური რეალობა“ იკავებს რეალურად მთავარ ადგილს, ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები ხდებიან მთავარი მოქმედი გმირები ჩვენი ცხოვრებისა და სულ ბოლოს „მთავარი ფსიქიატრიული კლინიკა“ რეალიტი-შოუდან უალტერნატივო სინამდვილედ იქცევა!

ნორმალურ ქვეყანში ამ გამაოგნებელ შოუს, ცხადია, არ დახურავდნენ, მაგრამ ნამდვილ სახელს უეჭველად დაარქმევდნენ! ინფორმაცია იმთავითვე ყველას ექნებოდა, რომ უყურებს არა „მთავარი არხს“, არამედ „მთავარ ფსიქიატრიულ კლინიკას“! თანაც შოუში აუცილებლად გამოჩნდებოდნენ თეთრხალათიანი ექიმები და პერსონალი, რომლბსაც პაციენტების ზღვარგადასულ ქცევაზე სათანადო რეაქციები ექნებოდათ და შიგადაშიგ მაინც, მაყურებლისთვის ახსნიდნენ ამ ქცევის პათოლოგიურ შინაარსს; რაც მთავარია: პაციენტებს ასევე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და ატრიბუტები უეჭველად ექნებოდათ: მაგალითად - გუშინდელ „მთავარ პოლიტიკოსს“ ყოველ მიზეზს გარეშე ეცმებოდა არა ის, რაც ეცვა, არამედ გიჟის პერანგი შიშველ სხეულზე!