“…ესეც უყვირია ჩემთვის…. ბევრად მერჩია ამ შედარებებში დარჩენილიყო, ვიდრე ჯვარი ეშიშვლა”

“…ესეც უყვირია ჩემთვის…. ბევრად მერჩია ამ შედარებებში დარჩენილიყო, ვიდრე ჯვარი ეშიშვლა”

“შენ არ გესმის, რომ მე მოცარტი ვარ და ეგ (გიგა ბოკერია) სალიერი – ესეც უყვირია ჩემთვის.

ბევრად მერჩია ამ შედარებებში დარჩენილიყო, ვიდრე ჯვარი ეშიშვლა” – ამის შესახებ “ტაბულას” დაფმუძნებელმა, “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა მიხეილ სააკაშილთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. აღნიშნული პოსტის კომენატრებში კი სოციალური ქსელის მომხმარებელთა საპასუხოდ დასძინა: – “დალაგებული არასოდეს ყოფილა.

“დალაგებული ხალხი” ასეთ ძვრებს ვერ იწვევს.

უბრალოდ სხვა ზნეობრივი არჩევანი ჰქონდა გაკეთებული.

ნიცშეს რა ვუთხარი”

“გუნდის ჭკუა ეს არ ყოფილა არასოდეს.

მაგრამ დრაივი იყო.

და დრაივი მნიშვნელოვანია – ოღონდ საით მიმართავ, იმაზეა დამოკიდებული რამდენად კარგია.”

კვირა საღამოს, „მთავარ არხის“  ეთერში ნიკა გვარამიასთან და ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში საქართველოს ექს- პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ასე გააკრიტიკა:

„რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან“.

სააკაშვილმა ასევე თქვა: „მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ქართული ფასეულობები რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი.ბოკერია არის ყველაფერი რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული” – განაცხადა სააკაშვილმა.

გადაცემის წამყვანები რამდენჯემე შეეცადნენ გაერკვიათ, კონკრეტულად რა ქმედებებს გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი „ანტიქრისტიანულ და ქარტული ტრადიციების საწინააღმდეგოში“, თუმცა მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული ქმედებები არ დაუსახელებია.

აღნიშნულთან დაკავშირებით  გიგა ბოკერიამ განაცხადა:

„მალე ალბათ ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს… და, ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა –  როგორც დიდი მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“. ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა“.

სოციალისტი ბოკერიას ტვინი ჩაბეტონებული აქვს, რაღაცას ბლუკუნებს უშნოდ, რაღაცას ვითომ ბრძნულის თქმა უნდა და საკუთარი თავის ეპიგონობის გარდა ვერაფერს ახერხებს. მიშა მოაზროვნე კაცია, ნიჭიერი! შეხედა, გაანალიზა სად დაერხა, რა მიქარა და გადააბრუნა "პლასტინკა"! მიხვდა თუ ქართველ ხალხს დრადიციას და ამ ტრადიციის ღერძს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას უგინებ არამც თუ პოლიტიკური, საერთოდ კაცობის პერსპექტივაც კი არ გაქვს!!! იმაშიც მართალია ბოკერიას სადაც დაუჯერა იქ დაერხა ზუსტად, ომიც წააგო და ხელისუფლებაც დაკარგა! ახლა თითონ ქვეყნიდან გადახვეწილია, სასამართლომ დამნაშავედ სცნო, ციხე ემუქრება... საპირისპიროდ ბოკერია წამომჯდარა პარლამენტში, ტელევიზიებში ჭკუას ეკითხებიან, ლაპარაკობენ რომ ის ჭკვიანი და მიშას გიჟს ეძახიან! აბა ამ ვიგინდარასაც შენზე წინ რომ დააყენებენ, შენი ნაღვაწის მისაკუთრებას რომ ცდილობს, პარტია დაგიშალა, შუაზე გაგიყო... რა ვიცი, მიშა ამას როგორ გადაიტანს! მე ვერ გადავიტანდი, მაგალითად!
5 წლის უკან