საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ჯანსაღი პროცესია და ნაკლებად უკავშირდება ეს 2020 წლის არჩევნებს.
დეპუტატი აქვე დასძენს, რომ ამ შეხვედრების გამო აჟიოტაჟის შექმნა არასწორია.
„პოლიტიკური პარტია მეტ-ნაკლებად ყოველთვის არის საარჩევნო რეჟიმში. ნაკლებად უკავშირდება ეს პირდაპირ 2020-ის არჩევნებს, მაგრამ ის, რომ პარტიის თავმჯდომარე თავისი პარტიის წევრებს, აქტივისტებს, იმ ხალხს, ვისთან ერთადაც მან უნდა მართოს პარტია, ხვდება, ესაუბრება და ცდილობს, პარტია იმ ფორმით წარიმართოს, როგორც ამას ხედავენ წევრები, ეს ჯანსაღი პროცესია და ამასთან გვაქვს საქმე. ამისგან აჟიოტაჟის შექმნა არასწორია, საინტერესოა უბრალოდ, ეს ყველაფერი რამდენად აისახება მერე პარტიულ საქმიანობაში. ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველა ამას ველოდებით“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.