“წულუკიანმა იჩალიჩა, რომ სტრასბურგში მეორე ქეისი საქართველომ წააგოს… მე მყავს ჩემი წყაროები და სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ, ინფორმაციას ვერ გავხსნი და წყაროებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჰააგაში საქართველო ქართველი სამხედროების წინააღმდეგ წარადგენს მტკიცებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარ აქცენტები” განაცხადა.
“რუსეთისთვის მთავარი დაბრკოლება და სამიზნე ვარ მე. მართლა მზად ვიყავი ნებისმიერი ჩვენება მიმეცა… ძალიან ადვილად შეეძლოთ ჩემთან მოსვლა და ხელის ჩამორთმევა, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ, ეს საქართველოში გააკეთეს. ივანიშვილმა გადაიხადა ცრუ ჩვენებებში ფული, ახლა ზუსტად არ ვიცი, სანთელი არ მჭერია, მაგრამ ინფორმაციები მაქვს, –განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ამავე ინტერვიუში ჰააგის სასამრთლოში საქართველოს საქმესაც შეეხო.
გადაცემის წამყვანია ეკა კვესიტაძის კითხვაზე, როგორ მოახერხებს ხელისუფლება ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, რა ბერკეტს გამოიყენებს ის ამისთვის, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა: “პუტინი მოითხოვს, რომ ბოლომდე გამოცხადდეს ღიად ნეიტრალიტეტი, რადგან პუტინს კარგად ვიცნობ. წარმოიდგინეთ, რისი იმედი აქვთ მათ. ჩემი აზრით, ისინი მოახდენენ ჩვენი საზოგადოების სრულ დემორალიზებას, მოახდენენ ჩვენი სამხედროების სრულ გამტყუნებას ჰააგის სასამართლოში და იტყვიან, ჩვენ რას შუაში ვართ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ გაგამტყუნათო. სტარბურგში ვაგებთ მეორე საქმეს, იქ გვაქვს ორი ქეისი, სტარსბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლოში, იქაც წულუკიანმა “იჩალიჩა”, რომ მეორე ქეისი საქართველომ წააგოს, რომელიც თავის დროზე შევიტანეთ და 100-იანი მომგებიანი ქეისია” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას, იურისტი სოფია ხორგუნი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:
“უპს! ეს თარგმნეთ და მიაწოდეთ სტრასბურგს – “იჩალიჩა” – წერს ხორგუანი სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი დასძინა: – “რაღაცას რომ იტყვის და იფიქრებ, აი, ეს არის ფსკერი და არააა, ყოველი მომდევნო უფრო მაგარია”
“ამან ისე იცის ევროპა, როგორც მე შუასაუკუნეების ჩინური პოეზია”
“გათვლილი მესიჯები აქვს”