„ვარდების რევოლუციის მემკვიდრეა ჩვენი გუნდია (როგორც დიდი მიღწევების, ისე დიდი ჩავარდნების) და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერია საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ საუბრისას განაცხადა, რომ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს, მაგალითად კი მოიყვანა, რომ თავად ჯვარს ატარებს და 600 -მდე ეკლესია აქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატის ტაძარი.