“ვუსმენ და ვგრძნობ, რის ფასად უჯდება კობას თავის შეკავება… რატომ გვიწყობთ განსაცდელს?” – ხათუნა ხოფერია (ვიდეო)

“ვუსმენ და ვგრძნობ, რის ფასად უჯდება კობას თავის შეკავება… რატომ გვიწყობთ განსაცდელს?” – ხათუნა ხოფერია (ვიდეო)

 “ვუსმენ და ვგრძნობ, რის ფასად უჯდება კობას თავის შეკავება…რა საჭიროა ასეთი კანდიდატები?… რატომ გვიწყობთ განსაცდელს?”,  -ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდზე  „მუხროვანის ამბოხებასთან“ დაკავშირებით დეპუტატ კობა კობალაძის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას დაუსვა.

“მესმის, რომ თქვენ ამაზე შეიძლება გაქვთ პასუხი, მაგრამ ეს პასუხი იმდენად მიუღებელია, სჯობს, დადუმდეთ”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გენერალმა კობა კობალაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას პარლამენტში, როდესაც კითხვა დაუსვა „მუხროვანის ამბოხებასთან“ დაკავშირებით.

კობალაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ გადაწყვეტილებამ, რომელიც მან „მუხროვანის საქმესთან“ დაკავშირებით მიიღო, ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია საზოგადოებაში.

კობალაძის ვერც ერთ კითხვას თამარ ალანიამ პასუხი ვერ გასცა.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა უზენაესის მოსაართლედ თამარ ალანიას კანდიდატურას მხარს, კობა კობალაძემ უპასუხა:

“მე ადამიანს მხარი რომ დავუჭირო, კონკრეტულ კითხვებზე პასუხი უნდა ჰქონდეს, რაც არის კონკრეტული ბარიერი გადაწყვეტილების. მე ეს ბარიერი დღეს ვერ გადავლახე, იმიტომ რომ პასუხი ვერ მოვისმინე. მე მოვისმინე მცდელობა წინა რეჟიმს დამოკიდებული ადამიანის, რომ მტკიცება გააჩნდეს, რომ არის დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი ვარ მე, მეტყობა კიდეც“.

Katana .
მრავალი წლის წინ, ოსვენციმის ზედამხედველი ქალის შავ-თეთრი ფოტო ვნახე გამოფენაზე: გამხდარი, კუშტი, გველის სახიანი ქალის ფოტო... იმ ქალს მაგონებს თამარ ალანია და არ გამოვრიცხავ, სულაც რეინკარნაცია იყოს იმ გესტაპოელის...

თამარ ალანიას ირონიულ ღიმილს ჰგვრის ის ფაქტი, რომ მას - მოქმედ მოსამართლეს! - კითხვებს უსვამს "ყოფილი ბრალდებული"...
მერე რა, რომ ეს ყოფილი ბრალდებული ყველა ომის მონაწილე და სამშობლოსთვის სისხლდანთხეული, ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი, ჯაჭვის პერანგში დაბერებული წინაპრების ღირსეული მემკვიდრე, გენერალი კობა კობალაძეა!..
მას - მოქმედ მოსამართლეს (დეე-დაა!)... რეალურად კი, სააკაშვილისეული ინკვიზიციის ერთ-ერთ ჯალათს, რომელსაც თავისი არც ერთი უსამართლო გადაწყვეტილება არ მოუნანიებია და ახლა ჰყოფნის თავხედობა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასამკვიდრებლადაც იბრძოლოს, პარადოქსად ეჩვენება, რომ კითხვებს უსვამს კობალაძე, რომლის დაღვრილ ერთ წვეთ სისხლად არ ღირს ეს გველქალა!..

ვინც ალანია წარადგინა ამ თანამდებობაზე, ის უნდა წამოაყენო დაკავებული სავარძლიადან, გამოიყვანო და საჯაროდ(!), უკანალში ამორტყმული წიხლით დააგორო კიბეზე... მისანიშნებლად იმისა, რომ თახსირობასაც შეიძლება ჰქონდეს რაღაც საზღვარი!!!
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com გენერალი კობა კობალაძე - ღირსეული მამულიშვილი!!!
4 წლის უკან