“ბიძინა ივანიშვილის მშვენიერი იდეა – რეალობად ქცეული…” – თინათინ ხიდაშელი

“ბიძინა ივანიშვილის მშვენიერი იდეა – რეალობად ქცეული…” – თინათინ ხიდაშელი

აშშ-ის მთავრობის მიერ, თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად, 700 000 ათასი დოლარის გამოყოფასთან და ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით 18 სექტემბერს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

“თუ არ ჩავთვლით ქალბატონ პრეზიდენტს დღეს კარგი ამბების დღეა!

  1. აშშ მთავრობის ფანტასტიური საჩუქარი საქართველოს – ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრი;
  2. ბიძინა ივანიშვილის მშვენიერი იდეა რეალობად ქცეული, ქუთაისის უნივერსიტეტი.

#როცაკარგიამბებიაკარგია!” – დაწერა თინათინ ხიდაშელმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს.

ფონდი “ქართუს” ერთადერთი დონორის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად ერთი მილიარდი ევროს გაღება. ეს არის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტირება განათლების დარგში, რაც საქართველოში აქამდე არასდროს მომხდარა” – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა.

“ბოლოსთვის შევინახე ერთი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, დიდი სიხარული მინდა გაცნობოთ, რომ ქუთაისის საერთაშორისიო უნივერსიტეტის საპატუო პრეზიდენტი იქნება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი ამ ჟამად მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი ვოლფანგ ჰერმანი” – ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, 2020 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელმა ფონდი “ქართუს” და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პროექტს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ” სრულად აფინანსებს და მისი ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი მთელ რეგიონში.

რაც შეეხება აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებას, 18 სექტემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის მთავრობამ გლობალ ჰილინგსა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს $700 ათასი დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება. მათივე ცნობით, ცენტრი იქნება სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის.

„ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ „გლობალ ჰილინგსა“ და „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება.