"მოაკეტინეთ როგორმე ამ თავიდან ფეხებამდე ტროლს!"

თაკო ჩარკვიანის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის "კანონი და სამართალი" ყოფილი წევრი ქეთევან ენუქიძე სოციალური ქსელის მეშვეობით, ჩარკვიანს ღიად უპირისპირდება.

"თაკო ჩარკვიანს თავის ბიდლოსთან ერთად მიაყენებინეთ ერთი ადგილი! ძალიან დიდხანს ვცდილობდი გამეტარებინა ამ ფსიქიატრიულის პაციენტის გამოხტომები! ჩემი ბრალია! მე ვარ დამნაშავე ამ მოღალატის და პუტჩისტის გომბიოს რომ ვაპატიე ლელა კაკულიას ბავშვის თრევა გვერდიდან გვერდზე, ლელა კაკულიას შვილობისთვის! ჩემი ბრალია, თაკო პატარაიას წინააღმდეგ ატეხილი გნიასი რომ გავუტარე ამ ავადმყოფს! ისიც გავუტარე, როგორ არწმუნებდა ვატოს, რომ ციხეზე საშინელებები ეთქვა, რადგან ნაცების დაბალი რეიტინგი მას ქულებს და წონას შემატებდა გაერთიანებულში! ისიც გავიტარე, რა სიბინძურეც მის პარტიაში ხდება! მოაკეტინეთ როგორმე ამ თავიდან ფეხებამდე ტროლს!", - წერს ქეთევან ენუქიძე.