რა კრიტერიუმებით შეიწყალა პრეზიდენტმა მსჯავრდებულები ?

რა კრიტერიუმებით შეიწყალა პრეზიდენტმა მსჯავრდებულები ?

დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა.

გაირკვა, რომ ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. პოლიციელის მკვლელის შეწყალების გამო კრიტიკა არ დამცხრალა, როცა მორიგი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა.

16 სექტემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

სალომე ზურაბიშვილი არ განმარტავს, თუ რა კრიტერიუმებით შეიწყალა პატიმრები.

თუმცა ცნობილია კრიტერიუმები, რომლითაც წინამორბედი პრეზიდენტის კომისია შეწყალების მიზანშეწონილობას აფასებდა:

რა იყო ჩადენილი დანაშაული

პატიმრის წარსული

ყოფა-ქცევა საპატიმრო ადგილზე

რეკომენდაცია

სოციალური მუშაკის დასკვნა

დაზარალებულისა და ოჯახის პოზიცია.

 

Katana . განსაკუთრებულია პირველი კრიტერიუმი: "რა იყო ჩადენილი დანაშაული?"
გასაგებია ყველაფერი! - აბა, მკვლელობისთვის როგორ უნდა გყავდეს კაცი ციხეში?!..
4 წლის უკან