ვოლსკი ჟურნალისტმა მწყობრიდან გამოიყვანა -

ვოლსკი ჟურნალისტმა მწყობრიდან გამოიყვანა - "ვითხოვ, რომ აკრედიტაცია შეგიჩერონ"

უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტს ნინო ხოზრევანიძეს პარლამენტის აკრედიტაციის გაუქმებით დაემუქრა. ვიცე-სპიკერმა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემაზე დასმულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, თუმცა ჩაკითხვებზე გაღიზიანდა. მოგვიანებით კი, ჟურნალისტს უთხრა, რომ ეჩქარებოდა, ის კი აყოვნებდა.

,,თქვენ დევნას თუ არ დაანებებთ თავს, აი ამ გამოდევნებას, მე გეუბნებით თქვენ, ვითხოვ რომ აკრედიტაცია შეგიჩერონ. რა არის ეს გამოკიდება....მეჩქარება უნდა დავჯდე, თავმჯდომარე უნდა ვიყო, საკითხები მაქვს მოსამზადებელი. რატომ მაბრალებთ? შეკითხვებზე როგორ არ გპასუხობთ, თქვენ გპასუხობთ თუ გპასუხობთ. დამიძახებთ, სადაც მეტყვით მოვრბივარ. აი თუნდაც ახლა, მე გესაუბრებით - თითქოს ჯინაზე მიღებთ, თითქოს გავიქეცი. არ არის წესი ასე. გამოვალ და მერე გიპასუხებთ", - უთხრა ჟურნალისტს დეპუტატმა.

 

tngh გუშინ საოცარი რამ აღმოვაჩინე!!! აღმოჩნდა, რომ ტ/კ "ემავიზიის" ღრმად პატივცემულ, ცნობილ ჟურნალისტს, სხვა "სიკეთეებთან" ერთად, ელემენტარული არითმეტიკაც არ სცოდნია. სამწუხაროდ, ჟურნალისტების უმრავლესობა, მსგავსი განათლების ბრძანდებიან...
4 წლის უკან