დიღომბარის N21-ში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

დიღომბარის N21-ში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, დიღომბარის N21-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ოცნების სახლი“ ასრულებს და მისი ღირებულება 127 000 ლარია. მიმდინარე წელს, მსგავსი სამუშაოები 38 მისამართზე უკვე დასრულდა.