კახა კალაძის აზრით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა გადაიხედოს

კახა კალაძის აზრით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა გადაიხედოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, მიუღებელია.

"ამაზე მე ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება. მე მგონია, რომ უნდა გადაიხედოს... მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკონონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა. როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით,"- განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

 

Katana : ნამდვილად უნდა გადაიხედოს!
ჩემთვის გასაგებია იმ პატიმრის შეწყალება, რომელიც უნებურად გახდა დამნაშავე - ავარია მოუვიდა და ვიღაც იმსხვერპლა (ვის უნდა ავარია!)... ვერ გამოიჩინა სიფრთხილე - იარაღი გაუვარდა და ვიღაც მოკლა უნებურად... და მსგავსი უბედურებები, რომელსაც ნანობს და განიცდის მსჯავრდებული.
მაგრამ ჩვენ პრეზიდენტის "გულმოწყალება" უკვე აღარავისთვისაა გასაგები, შეწყალებულთა ადვოკატების გარდა...
4 წლის უკან