NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 28%-ს ინტერნეტით არასდროს უსარგებლია

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 28%-ს ინტერნეტით არასდროს უსარგებლია

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 64% კვირაში ერთხელ მაინც სარგებლობს ინტერნეტით, 28%-ს არასოდეს უსარგებლია ინტერნეტით, ხოლო უფრო იშვიათად საგებლობს 8%.

აღსანიშნავია, რომ თბილისსა და დიდ ქალაქებში, ინტერნეტით მოსარგებლეთა რიცხვი უფრო მაღალია, თბილისსში ინტერნეტით სარგებლობს 76% , პატარა ქალაქებში 65%, ხოლო სოფლებში და უმცირესობათა დასახლებაში, 53% და 48%. ლოგიკურად ინტერნეტ მომხმარებელთა უმრავლესობა ახალგაზრდაა, გამოკითხვის მიხედვით 18-34 ასაკის ადამიანების 93% სარგებლობს ინტერნეტით, 35-54 წლამდე ადამიანებიდან 71%, ხოლო 55 წელს ზემოთ ადამიანების 65% - საერთოდ არ სარგებლობს ინტერნეტით.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

thrgg@yahoo.com ამათ ტყუილებს ფანტაზიასაც ვეღარ დაარქმევ, ნეტავ რომელ პლანეტაზე ან ქვეყანაში ატარებენ ამ ე.წ. კვლევებს!!!
4 წლის უკან