NDI-ის გამოკითხვით, ბანკების ნდობის რეიტინგი კატასტროფულად დაბალია

NDI-ის გამოკითხვით, ბანკების ნდობის რეიტინგი კატასტროფულად დაბალია

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ბანკების ნდობის რეიტინგი კატასტროფულად დაბალია. გამოკითხულთა 72 % ბანკებს არ ენდობა, ხოლო 18% ფიქრობს, რომ სანდოა. თბილისში ბანკების მიმართ უნდობლობა გამოკითხულთა 77%-მა დააფიქსირა, დიდ ქალაქებში კი ბანკებს უნდობლობას უცხადებს 83% .

პარტარა ქალაქებში და სოფლებში ბანკების მიმართ უარყოფითი მაჩვენებელი 74%, ერთადერთი გამონაკლესია უმცირესობათა დასახლებები, სადაც ბანკებს 39% ენდობა და 34% კი არა.

ასაკობრივ კატეგორიებს რაც შეეხება, ამ მხრივ ყველა ასაკობრივი კატეგორია ბანკების მიმართ უნდობლობას გამოხატავს. ახალი რეგულაციები, რომელიც საბანკო მიმართულებით დაწესდა სესხის გაცემასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 49%-თვის მისაღებია, ხოლო 54%-სთვის მიუღებელია. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.