NDI-ის კვლევის თანახმად, 61% თავს დაუსაქმებლად მიჩნევს

NDI-ის კვლევის თანახმად, 61% თავს დაუსაქმებლად მიჩნევს

NDI-ის კვლევის თანახმად, 61% თავს დაუსაქმებლად მიჩნევს, ხოლო 38% ფიქრობს რომ დასაქმებულია. ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა უმცირესობაში, სადაც თითქმის 80% დაუსაქმებელია.

კვლევის მიხედვით, მძიმია სოფლად მცხოვრებელთა სტატისტიკაც - 68% დაუსაქმებელია, 31% კი დასაქმებულია. პატარა ქალქებში დაუსაქმებლთა რიცხვი 60%-ს შეადგენს, დაუსაქმებელთა რიცხვი კი 39%-ია. დიდ ქალაქებში უმუშევართა რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე, დასაქმებულების - 55%-45%.

თბილისში კი დასაქმებულთა და დაუსაქმებელთა რაოდენობა თანაბარია - 50%-50%.

კვლევის თანახმად, საინტერესოა გენდერის მხრივაც დასაქმება.

დაუსაქმებელთა რაოდენობაში ქალები ჭარბობენ, მათი რიცხვი 68%-ს შეადგენს, დასაქმებული კი 32%-ა. ხოლო მამაკაცების 54% დაუსაქმებელი, დასაქმებული კი 45%.

რაც შეეხება დასაქმებულთა და დასაქმებულთა ასაკას, აღსანიშნავია რომ, დაუსაქმებელთა შორის 78% 55 წლის ზევით არის, 52% დასაქმებულია 35-დან 54 წლის ასაკის ადამიანები.

მძიმე სტატისტიკააა ახალგაზრდებში - 18-34 წლამდე, 55 პროცენტია დაუსაქმებელი, 44% კი დასაქმებული. 34% უმუშევარი დაუსაქმებელი მოქალაქეებიდან ეძებს სამსახურს, 9% დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამ ეტაპზე არ ეძებს. 4% არ არის დაინტერესებული სამსახურის ძებნით, ხოლო 5 პროცენტი სტუდენტია.

დიასახლისია, ხოლო დაუსაქმებელი პენსიონერებიდან 2 პროცენტი ეძებს სამსახურს, 2 პროცენტი კი არ ეძებს. დაუსაქმებელი პერნსიონერების 26% არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, ხოლო 2% შშმ პირია.

კვლევის შედეგად, 22 % უმუშევრობის მიზეზებს შორის ასახელებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. სხვა მოვალეობები, რომელიც ხელს უშლის მუშაობაში - 19%.

პირადი კავშირების გარეშე ვერ ვპოულობ სამსახურს - 17%,

სამუშაოს ვერ ვპოულობ ასაკის გამო 12%, ვერ ვპოულობ სამსახურს, რომელიც ჩემს უნარებსა და განათლებას შეესაბამება 9%, 7% კი მუშაობა არ უნდა, 5% ფიქრობს მუშაობისთვის საჭირო განათლება და უნარები არ აქვს, ხოლო2 % ფიქრობს, რომ დალხინებულად ცხოვრობენ და ფინანსური საჭიროება არ არსებობს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

tngh ყველა გლეხი, ტაქსისტი, პეპეტიტორი, ბაზრობის გამყიდველი, ბინის გამქირავებელი... თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. ეს არის ტყუილი. მათ აქვთ შემოსავალი, და ზოგ მათგანს დასაქმებულზე ბევრად მეტიც. ამიტომ არ არის სანდო NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევები.
4 წლის უკან
tngh ყველა გლეხი, ტაქსისტი, პეპეტიტორი, ბაზრობის გამყიდველი, ბინის გამქირავებელი... თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. ეს არის ტყუილი. მათ აქვთ შემოსავალი, და ზოგ მათგანს დასაქმებულზე ბევრად მეტიც. ამიტომ არ არის სანდო NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევები.
4 წლის უკან