პარლამენტში ქალების რიცხვის ზრდას გამოკითხული მოსახლეობის 65% უჭერს მხარს - NDI

პარლამენტში ქალების რიცხვის ზრდას გამოკითხული მოსახლეობის 65% უჭერს მხარს - NDI

NDI- ის კვლევის თანახმად გენდერულ კვოტას ქალები უფრო უჭერენ მხარს, ვიდრე მამაკაცები.

პარლამენტში და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პოზიციებზე ქალების რიცხვის ზრდას, გამოკითხული მოსახლეობის 65% უჭერს მხარს, 24% არა. გენდერული კვოტის მხარდაჭერა თბილისში უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონებში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.