სკანდალი - პრეზიდენტმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალა

სკანდალი - პრეზიდენტმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა. პრეზიდენტმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული, ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ფაქტს ადმინისტრაცია სამი კვირის განმავლობაში მალავდა. მკვლელის გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდნენ მოკლულის ოჯახის წევრებმა. ამ დრომდე უცნობია რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა მკვლელის შეწყალების დროს.

პროფესორ გოგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. საბოლოოდ მისი დაკავება მოხერხდა თუმცა საპატიმრო წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა.

დავით ოთხმეზური 2004 წელს პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს.

უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

Katana . ეჰ, რაც ამ ქალბატონის დასაცავად "ინტერნეტ-ომები" მაქვს გადახდილი!.. :(((
არ ვიცი, რამდენ ხანში ერთხელ დგება შეწყალების აქტი, მაგრამ ძალიან გამიკვირდება, შემდეგში თუ ვანოს, ბაჩოს, ციხის სადისტებს, მაგდა პაპიძეს, გორში 10 წლის ბავშვის მკვლელს და სხვა მათნაირებს არ შეიწყალებს!..
(ისე, ხომ არსებობს შეწყალების კომისია, რომელიც წარუდგენს, ალბათ, დასაბუთებულ დასკვნას, ვინ უნდა შეიწყალოს და რატომ უნდა შეიწყალოს?.. აბა, თავისით ხომ არ დაესიზმრებოდა!.. მაგრამ, აქაოდა პრეზიდენტის დისკრეციაა შეწყალებაო, სულ ჩრდილში უნდა რჩებოდეს ის ხალხი?).
4 წლის უკან