,,უკრაინაში კარგს ვსვამთ, კარგს ვჭამთ, შეიძლება, კარგად მოვილხინოთ, მაგრამ…” – რა ასევდიანებს სააკაშვილს?

,,უკრაინაში კარგს ვსვამთ, კარგს ვჭამთ, შეიძლება, კარგად მოვილხინოთ, მაგრამ…” – რა ასევდიანებს სააკაშვილს?

უკრაინაში კარგად ვართ, კარგს ვსვამთ, კარგს ვჭამთ, შეიძლება, კარგად მოვილხინოთ, მაგრამ გული მართლაც გახეთქვაზე მაქვს, გუშინ მეკითხებოდნენ, რატომ ხარ მოწყენილიო, რატომ ვარ და სამშობლოს ვკარგავ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მასთან სახლში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს განუცხადა.

„შემდეგი თვეები არის გადამწყვეტი. ესენი არიან ჩამოსაშორებლები. ესენი უნდა ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან გუშინ, გუშინ წინ, სამი თვის წინ, ერთი წლის წინ, ხვალაც შეიძლება არ იყოს გვიან. მოსაშორებლები არიან ყველა მორალის ფარგლებში დასაშვები მეთოდებით. მივმართავ ყველას, რეალურად ახლა აქ წყდება საკითხი, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც რიგში დგას და იძახის შემდეგი მე ვარო. მინდა, ყველას გვესმოდეს, სად ვართ. უკრაინაში კარგად ვართ, კარგს ვსვამთ, კარგს ვჭამთ, შეიძლება კარგად მოვილხინოთ და ყველაფერი, მაგრამ გული მართლაც გახეთქვაზე მაქვს. გუშინ ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, რატომ ვარ და სამშობლოს ვკარგავ. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი და წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში. არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას, უნდა ვიყოთ მშვიდები. რუსეთს არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის საბაბი და არც მით უმეტეს, სუვერენიტეტის გაუქმების. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს, აკეთებს 2019 წელს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, „ივანიშვილისთვის ახლა მთავარია, თავი დაიცვას ქართველი ხალხისგან“.

„ივანიშვილის ინტერესი რა არის?! ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნები და ყველაფერი წაგებული აქვს, რაც არ უნდა ყირაზე დადგეს და ბარემ ბოლომდე გამოაცხადებს დიქტატურას. პრემიერად დანიშნა გახარია, რომელიც ღია აგენტია რუსეთის. ამერიკელებმა უთხრეს, არ დანიშნოთო, შემთხვევითი ხომ არ არის, ამერიკის ელჩი დანიშნეს მეორე დღეს, რაც გახარია წამოაყენეს. ძალიან მაღალ ტონში იყო საუბარი ამერიკისა და ივანიშვილის წარმომადგენელებს შორის ამ თემაზე, რას აკეთებთ, თქვენ გიჟები ხომ არ ხართო, მაგრამ ეს ივანიშვილისთვის სულერთია. ივანიშვილისთვის ახლა მთავარია, გადაირჩინოს თავი, ფიზიკურად, თავი დაიცვას ქართველი ხალხისგან. ან ჩვენ ყველა ვმოქმედებთ ან რუსეთის ულტიმატუმი საბოლოო ჯამში მიგვიყვანს წარმოუდგენელ კატასტროფამდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ს საელჩოსთან მიმდინარე აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ სიტყვა პატრიოტი „გააბანძა“.

„ჩვენ უნდა გავხდეთ ნომერ პირველი რეფორმატორი და ისევ ყველაზე წარმატებული ქვეყანა. სიტყვა „ოცნება“ მოგვპარეს, „იმედი“ გაგვიბანძეს, „რუსთავი 2“ გააბანძეს. აღარ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, რაღაც კოდირების ენა უნდა ვისწავლოთ, რადგან კლასიკური სიტყვები მოპარული და გაბანძებულია. ირმა ინაშვილმა გაგვიბანძა სიტყვა „პატრიოტი“. როგორ შეიძლება საქართველოს პატრიოტი იყოს ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე. ჩვეულებრივად ღიად ხელში ჩაიგდო ძალაუფლება მეხუთე კოლონამ. მეხუთე კოლონიის მიერ ძალაუფლების ჩაგდება ეს მხოლოდ პრელუდიაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ეს არის გარდამავალი ეტაპი. პუტინი არ ენდობა არც მეხუთე კოლონას, არც ივანიშვილს. ჩვენ ვართ თაობა, სადაც საქართველოს თავისუფლება შეიძლება, დასრულდეს, ამიტომ, ახლა ქმედებებია საჭირო და უბრალოდ ბოლომდე უნდა წავიდეთ, ბოლომდე შევასრულოთ. ან ისინი ჩვენ, ან ჩვენ მათ, ან საქართველო გაიმარჯვებს, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Katana . ჰოო, 31 დეკემბერს, 12-ს რომ ჩამოჰკრავს კრემლის კურანტები, როგორც პუტინმა გაანდო სააკაშვილს, რუსეთი (ბიძინას მოპატიჟებით) შემოდის საქართველოში, ახდენს მის სრულ ოკუპაციას, აუქმებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტიფლისის გუბერნიის სახით იერთებს მას!
დეტალები შეთანხმებულია ირმა ინაშვილთან.
4 წლის უკან