მდინარაძე და გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ვის ღალატზე ლაპარაკობ?!

მდინარაძე და გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ვის ღალატზე ლაპარაკობ?!

ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე და ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბიუროზე დეპუტატები რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტზე კამათობნენ. რომან გოცირიძემ მოქმედი ხელისუფლება კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე უარის თქმა ქვეყნის წინაშე ღალატია. რომან გოცირიძის მხრიდან კაპიტულანტური პოლიტიკის ხსენებამ მამუკა მდინარაძე გააღიზიანა და რომან გოცირიძეს 2008 წლის ომი შეახსენა. ამასთან, მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა, რომ ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოებაზე იფიქროს.

რომან გოცირიძე: კაპიტულანტურ პოლიტიკას ეწევით წლების განმავლობაში, როდესაც არავითარი შემაკავებელი არ არსებობს რუსეთისათვის და ის მუდმივად ეწევა მცოცავ ოკუპაციას.

მამუკა მდინარაძე: რომელ კაპიტულაციაზე ლაპარაკობ, ჩააბარეთ ტერიტორიები, დახოცილი ხალხი მიატოვეთ, ტექნიკა მიატოვეთ და კაპიტულაციაზე აქეთ ლაპარაკობთ?! ამაზე დიდი პოლიტიკური თავხედობა ბატონო რომან, ბუნებაში არ არსებობს. ასე პრიმიტულად მსჯელობაც არ შეიძლება. საკუთარ ქვეყანაზე და მოსახლეობაზე ცოტა მეტად უნდა იზრუნოთ. ხომ შეიძლება ერთი საკითხი იყოს, რომელთან დაკავშირებითაც შევჯერდებით, რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესები გვქონდეს, შევთანხმდეთ, რომ ამაზე სპეკულირება არ შეიძლება. აქ რაღაც რისკები, სადაც ბეწვის ხიდზე უნდა იაროს ქვეყანამ, არ შეიძლება. იქნებ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ!

რომან გოცირიძე: ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, საქართველოს ოკუპაციის გამო, არის პრობლემური, ეს არის დემაგოგია. ეს არის კაპიტულანტური პოლიტიკა. ეს არის პირდაპირ იმ მოღალატეობრივი პოზიციების გაგრძელება რუსეთთან მიმართებაში, რომელიც გრძელდება ყველა სფეროში, თქვენ არ გინდათ სანქციები, თქვენ შემოიყვანეთ გავრილოვი, თქვენ გააჩერეთ ანაკლიის პროექტი...

მამუკა მდინარაძე: ანაკლიის პროექტი არა ის გავაჩერეთ...სიტყვით ეჩხუბები და იმათ საქმეს აკეთებ. ვის ღალატზე ლაპარაკობ?!

რომან გოცირიძე: თქვენი პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ უმოქმედობისა, არის ქვეყნის წინაშე ღალატი. მამუკა მდინარაძე: ვის ღალატზე ლაპარაკობ, მიშა გყავს ლიდერი.