შუამავალი არ არსებობს - ბადრი ჯაფარიძე „გახარიას წერილზე“

შუამავალი არ არსებობს - ბადრი ჯაფარიძე „გახარიას წერილზე“

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ე.წ. „გახარიას წერილზე" შუამავალი არ არსებობს.

„საზოგადოდ, შუამავალი ამ პროცესში არ არსებობს. აქ ვართ მხარე მე და მამუკა და წერილი ჩვენ მივიღეთ - მე და მამუკამ, ამიტომ შუამავლის ძებნა არის დროის ფუჭი კარგვა, ის არ არსებობს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ bm.ge-სთან.

გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. გახარიას წერილის შინაარსზე და იქ არსებულ მოთხოვნებზეც ისაუბრა.

„თვითონ წერილი იყო კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის, მისი შინაარსის პათოსით, იმიტომ რომ შეიცავდა მუქარას. იყო აბსოლუტურად აცდენილი მოთხოვნები ჩვენს შესაძლებლობებთან, tv "პირველთან" და "არტარეასთან" დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ "არტარეასთან" დაკავშირებით მოთხოვნა იყო განპირობებული იმით, რომ ოპოზიციურად განწყობილი ლიტერატურის წარმომადგენლები გამოდიან ხოლმე ამ არხზე. ეს იყო ალბათ „არტარეასთან" პრეტენზია, სხვას მე ვერ ვხვდები რატომ ნერვიულობდნენ „არტარეასთან" მიმართებით", - დასძინა მან.