ვინ წაიყვანს „რუსთავი 2“-ზე სხვა შუადღეს

ვინ წაიყვანს „რუსთავი 2“-ზე სხვა შუადღეს

„რუსთავი 2"-ზე გადაცემა „სხვა შუადღეს" გვანცა დარასელია, თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი და ქრისტინე იმედაძე წაიყვანენ.

ტელეკომპანიაში განვითარებული მოვლენების გამო არხი დატოვა გადაცემის ორმა წამყვანმა: ნინო ხოშტარიამ და ბაია დვალიშვილმა. ასევე, ერთ-ერთი რუბრიკის ხელმძღვანელმა, მარინა ბერიძემ.

„სხვა შუადღის" ერთ-ერთმა პროდიუსერმა, თამუნა კობერიძემ „On.ge"-ს უთხრა, რომ გადაცემას ახალი წამყვანებიც ეყოლება, რომლის შესახებაც მაყურებელი მალე გაიგებს.