შალვა ნათელაშვილი: ხაზარაძე როგორც კი მოხვდება პარლამენტში, დაუყოვნებლივ ივანიშვილთან კოალიციაში აღმოჩნდება

შალვა ნათელაშვილი: ხაზარაძე როგორც კი მოხვდება პარლამენტში, დაუყოვნებლივ ივანიშვილთან კოალიციაში აღმოჩნდება

 

 “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძის სატელევიზიო გამოსვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნათელაშვილის განცხადებით, თუ ხაზარაძე პარლამენტში მოხვდება, ის ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში შევა.

“ახლა ვუყურებ ხაზარაძის გამოსვლას. ყოველგვარი სუბიექტური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური ქვენაგრძნობების გარეშე პირდაპირ გეტყვით - როგორც კი ეს ან მისი ჯგუფი მოხვდებიან პარლამენტში, დაუყოვნებლის აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში. თუ რამე დაეჯერება ჩემს პროგნოზებს ასეა ეს. მოკლედ, როგორც მარქსი წერდა დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის კანონი მოქმედებაშია“, - წერს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო“ დააფუძნა. მოძრაობის პრეზენტაციაზე, ხაზარაძემ განაცხადა, რომ არც ბიძინა ივანიშვილის და არც მიხეილ სააკაშვილის გვერდით არ დადგება.