თუ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული უახლოეს ორ თვეში, ანუ თუ არ მოხდა ყველა მხრის შეჯერება, ანაკლიის თემა გადაიდება -  შესაბამისად, არ აშენდება

თუ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული უახლოეს ორ თვეში, ანუ თუ არ მოხდა ყველა მხრის შეჯერება, ანაკლიის თემა გადაიდება -  შესაბამისად, არ აშენდება

თუ არ შეჯერდა ყველა მხარე - ეს არის ბანკები, ინვესტორები, სახელმწიფო და ა.შ. - ანაკლიის თემა გადაიდება იმ მოტივით, რომ ვერ შევთანხმდით. შესაბამისად, არ აშენდება. - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა სახელმწიფოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ინვესტორის თაობაზე. ამავე დროს, მისი თქმით, შეთანხმება უნდა შედგეს დამფინანსებელ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის;

„ თუ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული უახლოეს ორ თვეში, ანუ თუ არ მოხდა ყველა მხრის შეჯერება - ეს არის ბანკები, ინვესტორები, სახელმწიფო და ა.შ. ანაკლიის თემა გადაიდება. გადაიდება იმ მოტივით, რომ ვერ შევთანხმდით. შესაბამისად, არ აშენდება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

წამყვანის კითხვაზე, დაიშლება თუ არა კონსორციუმი, ხაზარაძე აცხადებს, რომ კონსორციუმი არ დაიშლება.

„კონსორციუმი გააგრძელებს დავას, თუ ანაკლიის პროექტი არ დაიხურა. იმიტომ, რომ კონსორციუმმა პრაქტიკულად ყველანაირი პირობა შეასრულა და ამ პირობებს ჩვენ სახელმწიფოსთან წარვადგენთ დათქმულ ვადაში და დათქმულ დროს. უბრალოდ, კიდევ ვიმეორებ - ყველაფერი იქითკენ მიდის და ეს მიდის ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომ მიზეზი მოძებნონ, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის საუბრები, რომ ჩვენ ანაკლიას მხარს ვუჭერთ, სახელმწიფო ააშენებს და ახალ ტენდერს გამოაცხადებს - ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროექტი გადაიდოს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლაზი რაც ეს კაცი ტელევიზორში გამოჩნდა ამისი ნათქვამიდან ჩამოყალიბებული აზრი გამოგიტანიათ? ამისმა კონსორციუმმა მოიგო ტენდერი იმ პორტის აშენებაზე, მაგრამ სულ რაღაცებს ითხოვს და სხვისგან ელის. თითონ მგონი არაფრის დახარჯვა არ უნდა. ისე უნდა სახელმწიფომ ააშენოს და და ამისი იყოს. არც არის გასაკვირი ბანკი ხომ არაფერს არ ქმნის. ის მხოლოდ ითვისებს სხვის ნაშრომს. არ დაიწყოთ ახლა ბანკი საკრედიტო ინსტიტუტია, კრედიტის გარეშე წარმოება ვარ ვითარდებაო. მერედა სად არის ამათი კრედიტებით განვითარებული წარმოება? ყვარყვარესი არ იყოს - ერთი ხიდის აშენება ავიღე იჯარითო, ამ ერთ რეალურ საქმეს მოკიდეს ხელი და ისიც თუ სხვამ უნდა ააშენოს აბა ამ კონსორციუმს რა ევალებოდა?
4 წლის უკან