2020 წლისთვის „ევროპული საქართველო“ სიის შედგენის ახალ წესზე გადადის

2020 წლისთვის „ევროპული საქართველო“ სიის შედგენის ახალ წესზე გადადის

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროპული საქართველო სიის შედგენის ახალ, განსხვავებულ წესზე გადადის. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, ეს წესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებასა და მერიტოკრატიის დაფუძნებას, რაც თანამედროვე, დინამიური და დასავლური ტიპის პარტიისთვის აუცილებელია.

„სწორედ შიდა პარტიული დემოკრატიაა აუცილებელი, რათა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დემოკრატიას მთელ ქვეყანაში მივაღწიოთ. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში თითქმის ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი დასუსტდა. ამ პირობებში აუცილებელია ხელისუფლების დემოკრატიული ალტერნატივა არამარტო სიტყვით, არამედ საქმითაც წარმოვაჩინოთ. ევროპული საქართველოს საპარლამენტო სიის შედგენის ახალი წესი სწორედ ალტერნატივაა ერთპიროვნული, ჩაკეტილი და ხალხის ნებისგან მოწყვეტილი პოლიტიკური პროცესის შესაცვლელად.

აღნიშნული წესის მიზანია სიის შედგენისას მაქსიმალურად გამოირიცხოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და მთავარი კრიტერიუმი კონკრეტული ადამიანების მიმართ ამომრჩევლის ნდობა იყოს. პარტიის ლიდერები, პარლამენტის წევრები, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წევრები თანაბარ კონკურენციაში იქნებიან. გამონაკლისია მხოლოდ პარტიის თავჯდომარე, რომელიც სიის პირველი ნომერია, ახალი სახეები და კოალიციური პარტნიორები. პარლამენტში მოსახვედრად კანდიდატი ირჩევს კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულს და ამ ტერიტორიულ ერთეულში მიღებული ხმების შესაბამისად დალაგდება კანდიდატების საბოლოო რეიტინგი. კონკურენცია გაიმართება ორ კომპონენტად: პირველი - რაიონული ორგანიზაციები. მეორე - პარტიის მოქმედი თუ ყოფილი დეპუტატები. პარტიის ლიდერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ორივე კონკურენციაში. ევროპული საქართველო შეეცდება შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შევიდეს, თუმცა უარის შემთხვევაში შიდა პარტიული რეგულაციით აამოქმედებს ამ წესს” - აცხადებენ „ევროპულ საქართველში.“

 

 

არაგველი641 რა ახალ ფორმებზეც არ უნდა გადახვიდეთ, ნაცბოზბანდას არაფერი არ გეშველებათ!
4 წლის უკან