"რუსთავი 2-ის" ვებგვერდიდან, ახალმა ხელმძღვანელობამ პოპულარული გადაცემების არქივი წაშალა

"რუსთავი 2"-ის ვებ გვერდიდან http://www.rustavi2.ge იმ გადაცემების არქივი წაშალეს, რომელთა ავტორებმაც ტელეკომპანია დატოვეს. კერძოდ წაშლილია "შაბათის კურიერი", P.S. პოსტსკრიპტუმი, "კვირის აქცენტები", "ვანოს შოუ", "ნანუკას შოუ".

"ნიუპოსტის" ინფორმაციით არქივის წაშლის გადაწყვეტილებამ დაპირისპირება გამოიწვია არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ნინო შუბლაძესა და ირაკლი იმნაიშვილს შორის, ეს უკანასკნელი არქივის წაშლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი მედიის ისტორიაში არასდროს მომხდა, თვით დახურული გადაცემებიც კი რჩებოდა არქივში, როგორც ტელევიზიის ისტორია.