პუტინის ულტიმატუმი ივანიშვილს? - ზაქარეიშვილი სააკაშვილის განცხადებას „ჭორაობას“ უწოდებს

პუტინის ულტიმატუმი ივანიშვილს? - ზაქარეიშვილი სააკაშვილის განცხადებას „ჭორაობას“ უწოდებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, წინასაარჩევნოდ ოდესაში ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრა გამართა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას სკანდალური განცხადება გააჟღერა.

„საქართველო არის უმძიმეს სიტუაციაში. პუტინმა ივანიშვილს უთხრა: თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს, თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატოზე, ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას. ამ ყველაფერს ივანიშვილი არ ამბობს, იმიტომ, რომ არ თვლის ხალხის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად", - განაცხადა სააკაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადება არადამაჯერებელია, რადგან ფაქტებით არ არის გამყარებული.

„ეს ჭორაობას ჰგავს. სიმართლე გითხრათ, ამ კაცის არაფერი მჯერა. 31 დეკემბერი მალე მოვა და ვნახავთ, რომ არც არაფერი არ მოხდება. რა სისულელეა...

„ამ კაცს ბოდვითი იდეები აქვს, მუცლით მეზღაპრეა, ზღაპრებს და სისულელეებს იგონებს. სად უთხრეს, როგორ უთხრეს - გამოაქვეყნოს ერთი ჩანაწერი მაინც. როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკი?! ჩემთვის ეს არადამაჯერებელია.

„ეს განცხადება გათვლილია ისეთ ხალხზე, რომლებსაც მისი სჯერათ. არ მგონია საქართველოში „მიშისტების" გარდა ასეთი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, დაუმტკიცებელი განცხადება ვინმეს სჯეროდეს. თუ ეს მართალია, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს - საიდან იცის ეს, ვინ უთხრა, თუ ტელეფონით იყო საუბარი, მაშინ გამოაქვეყნოს, ან თქვას, რომ სადღაც მოვისმინეო, დაესიზმრა თუ რაშია საქმე?

„ამასობაში მას 31 დეკემბერი ფეხებზე ჰკიდია. მთავარია ახლა დღის წესრიგში თავისი სიტყვა თქვას, სხვა არაფერი", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

Katana . 31-ში, ღამის 12-ზე იწურება ულტიმატუმის ვადა, ხომ?
ისე, მიშაც კაი ტიპია! - პუტინი რომ გულუბრყვილოდ გენდობა და თავის ყველა საიდუმლო გეგმას გიზიარებს, შენ საჯაროდ კი არ უნდა გამოაცხადო!..
4 წლის უკან
არაგველი641 რა თქმა უნდა ეგ სისულელე თქვა, მაგრამ საინტერესო ის აღიარებაა, რომ პუტინს დღესაც უსმენს სააკაშვილი და საქართველოს ნგრევის გეგამაში ეხმარება
4 წლის უკან