სუბარი ჟიჟილაშვილს:   ეს შეგნებული ტყუილია, ბოდიში მოიხადეთ ან განმარტების საშუალება მომეცით

სუბარი ჟიჟილაშვილს: ეს შეგნებული ტყუილია, ბოდიში მოიხადეთ ან განმარტების საშუალება მომეცით

,, როდესაც თქვენ ადარებთ ბიძინა ივანიშვილის ბანკი “ქართუს” წინააღმდეგ საქმეს და თიბისი ბანკის საქმე, ძალიან ცუდ სივრცეში შევდივართ იმიტომ, რომ ცა და დედამიწასავით განსხვავებული თემაა, რომელთაც გადაკვეთის ერთი წერტილიც კი არ აქვს. თითქოს ქართული ოცნება მიდის ნაციონალური მოძრაობის გზით, რაც აბსოლუტურად არასწორია”, – ასე უპასუხა გადაცემა “პირველების” წამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის კითხვას პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.

როდესაც ივანიშვილი შემოვიდა , ადეიშვილმა შეიმუშავა სქემა, როგორ გაეკოტრებინა ბანკი. რამდენიმე ათეული მილიონი ლარის სესხები ჰქონდათ აღებული სხვადასხვა ბიზნესობიექტებს, მან უცებ გააკეთა ასეთი სქემა, რომ კანონი შეცვალა, ერთ დღეში შეიცვალა და ვისაც სესხი ჰქონდა აღებული, მას პირველ რიგში უნდა დაეკმაყოფილებინა სახელმწიფოს ვალი და შემდეგ თუ რამე დარჩებოდა, შემდეგ მოხდებოდა ბანკის ვალის დაფარვა. ამის შემდეგ შეიცვალა მეორე კანონი, მცირე ხანში და სახელმწიფოს ძალიან მარტივად მიჰქონდა ეს ქონება თავის საკუთრებაში. აღმოჩნდა, რომ ბანკი “ქართუს” კრედიტორებს ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ჰქონდათ. ეს დამტკიცებულია სასამართლოს მიერ. სინამდვილეში მათ სახელმწიფოს ვალი არ ჰქონიათ, მოხდა 2007 და 2008 წლების ყალბი ანგარიშფაქტურები. ამ ადამიანებს ხელისუფლებამ წაართვა ბიზნესი, ბანკი “ქართუ” დატოვა ჰაერში, იმიტომ რომ ვალს ვეღარ გადაუხდიდა და შემდეგ ისევ უკან მიყიდა ეს მარავალ მილიონიანი თუ მრავალათასიანი ქონებები უკან. ამ შემთხვევაში კი როდესაც ეროვნულმა ბანკმა დაიწყო იმ 17 მილიონის ძიება, მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება გამოცხადებული ჯერ არ ჰქონდა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით ის, რომ ეს ორი საქმე არსობრივად ჰგავს ერთმანეთს არის სრული ტყუილი და სიცრუე, შეგნებულად.

სოციალისტი ხოლო ეს ემა ტუხიაშვილი არის ცამოყალიბებული .... ! რა საშინელი მეტამორფოზა განიცადა ამ ქალმა დაახლოებით წლინახევრის განმავლობაში?! ეს რა უბედურებაა?? ვფიქრობ გრიგოლიას და ჟიჟილაშვილის შეშურდა და დაეწაფა მღვრიე წყალს ორღობის გუბიდან! როგორ მენანება! )))
4 წლის უკან
სოციალისტი უკვე ამერია ეს ეშმაკის მოციქულები ერთმანეთში, ეს ხომ "დამოუკიდებელი" ჟურნალისტია! ბოდიში ქნ ლიბერალო! დიდი ბოდიში, უღრმესი ბოდიში, უღრმესი!
4 წლის უკან
Katana : ... ჟიჟილაშვილის დანახვაზე სულ რეზო ამაშუკელის ეპითეტი მახსენდება - "ბენდუქიძის მკვდარი ყვავი!" :))) რა კავშირშია ერთმანეთთან ეს სამი სიტყვა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ როგორღაც (ასოციაციის დონეზე), უხდება ადრესატს და მეცინება...
ყურებით კი, მგონი, სამი წლის წინ ვუყურე ბოლოს... იმდენად მაღიზიანებდა მაგისი კაპარჩხანობა, შევწყვიტე ყურება... თუმცა, რომელი არ მაღიზიანებს!.. წინა დღეებში დიანა ტრაპაიძის გადაცემა ვნახე იმიტომ, რომ ნინო ბურჯანაძე ჰყავდა სტუმრად, მაგრამ რად გინდა!..
არა, რაღაც უბედურება სჭირს ამ ხალხს - ვერაფრით ვერ დავიდა მაგათ გონებამდე, რომ მათი კი არა, მათი სტუმრის მოსასმენად ჯდება ეკრანთან ტელემეყურებლი!!!
სად ისწავლეს, ვინ ასწავლათ, რომ ტელეწამყვანობა რეპონდენტთან ომია და მაგარი ის არის, ვინც სტუმარს წარამარა ეცემა პირში და არც ერთ აზრს ბოლომდე არ მიაყვანინებსო?!
ეტყობა, სადღაც ეგრე ასწავლიან!.. (ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც ჟიჟილაშვილი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი იყო, არ გამიკვირდება ეგრე ყოფილიყო!:))).
4 წლის უკან