„ეს ახლად განქოცებული ქალბატონი“

„ეს ახლად განქოცებული ქალბატონი“

„ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერს, თაკო ჩარკვიანს „განქოცებული ქალბატონი" უწოდა და ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

„ევროპული საქართველო გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა წინასწარ განაცხადონ ივანიშვილთან კოალიციის მიუღებლობის თაობაზე. ენმ-ს ირგვლივ არსებული კოალიციის ერთ-ერთმა სპიკერმა და სახემ, თაკო ჩარკვიანმა ჩვენი ინიციატივა მონათლა თაღლითობად და ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაგვადანაშაულა.

ეს ახლად განქოცებული ქალბატონი რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა პირდაპირ. 2012-ში ხომ ქოცობდა და 2016-17 წლებშიც ელოდა სარგებელს ბიძინასგან. მერე დაიწყო ოპოზიციონერობა და რომის პაპზე დიდი კათოლიკე გახდა. მაგრამ სამწუხაროდ მისი ბრალდებები ასავალ-დასავალის სტილში მხოლოდ ქოცური ბექგრაუნდით არ აიხსნება. აღნიშნული ნაცმოძრაობის ცილისმწამებლური კამპანიის გამოძახილია, სწორედ ისინი გვეძახდნენ გარიგებულებს და მოსყიდულებს, როგორც ჩანს, ახლა ჩარკვიანს აქვს ეს როლი მორგებული. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს, ეს არის მთავარი", - წერს ოთო კახიძე.

„ევროპულმა საქართველომ" ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. თაკო ჩარკვიანმა აღნიშნული შეთავაზების შეფასებისას განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს" ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.

 

amo "საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს, ეს არის მთავარი", - წერს ოთო კახიძე. მერე შე იუდა რით ვერ გაიგეთ, რომ არც ქართული და არც ევროპული ნაცმოძრაობა არ უნდა ხალხს. ტფუი!
4 წლის უკან