პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზრაძე ოლიგარქი არ არის და არც მომავალში აქვს აღნიშნულად ქცევის პერსპექტივა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს რომ ოლიგარქს უწოდებენ, ეს გასაგებია.
“ბიძინა ივანიშვილს რომ ოლიგარქს უწოდებენ, ეს გასაგებია. ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც ბიზნესში წარმატებას აღწევს სახელისუფლებო ბერკეტებით ან პირიქით. ბიზნესმენი, რომელიც ხელისუფლებასთან კონფრონტაციაშია, ვერანაირად ვერ ისარგებლებს ბიზნესის წარმატების მხრივ სახელისუფლებო ბერკეტებით. ხაზარაძე უფრო პირიქით არის დღევანდელ სიტუაციაში. მამუკა ხაზარაძისთვის ოლიგარქის წოდება არასწორია. თუ ხაზარაძე მოვიდა ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში, შეიძლება თეორიულად ამაზე ვიმსჯელოთ. არა მგონია, რომ ხაზარაძე ფიქრობდეს, რომ მონოპოლიურად აქვს შანსი ხელისუფლებაში მოსვლის, მაგრამ თუნდაც ხელისუფლებაში მცირე სეგმენტი რომ დაიკავოს, ეს საზოგადოებისთვის კარგია. აქედან გამომდინარე, მამუკა ხაზარაძე არც დღეს არის ოლიგარქი და მაინცდამაინც, დიდი პერსპეტივა არ აქვს, რომ სამომავლოდ გახდეს. რატომ ვმსჯელობთ ამ საკითხზე ჩემთვის გაუგებარია“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ხუხა, შენ მაგარი გადაკრასკული გამოხუხებული, ცისფერი მელაკუდა ხარ!