ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთ წევრს ფიზიკურად გაუსწორდა

ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთ წევრს ფიზიკურად გაუსწორდა

გონიოში ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთ წევრს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტის შემდეგ აქცია "სირცხვილიას" მონაწილე პოლიციაში გადაიყვანეს.

ქუცნაშვილს ახალგაზრდა ირაკლი არეშიძემ "გავრილოვის" მონა უწოდა, რამაც ყოფილი დეპუტატის მეუღლის გაღიზიანება გამოიწვია. ახალგაზრდის თქმით, ქუცნაშვილის მეუღლემ მას სახეში გაარტყა.

"ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს "კურიერი" ცოტა ხნის წინ ესაუბრა. ზაქარია ქუცნაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. მისი თქმით, ინფორმაცია დამახინჯებულად გავრცელდა.

„არასწორი ინფორმაციაა ცრუ ინფორმაციაა, პირიქით მოხდა ყველაფერი... თუ ჩავთვლი საჭიროდ,  მე გავავრცელებ ინფორმაციას,“ - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ირაკლი არეშიძე აქცია "სირცხვილიას"  მონაწილეა. მან "on.ge"-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი, მისი ცოლი და დაცვის თანამშრომელი მის საცემად მივარდნენ , რა დროსაც ქუცნაშვილის ცოლმა მას სახეში გაარტყა.

„გონიოში, სასტუმრო „გონიო ინში“, სადაც ქუცნაშვილი მეუღლესთან ერთად ისვენებდა, ვეძახდი აივნიდან, რომ თქვენ ხართ „გავრილოვის მონა“, რომ „თქვენს გამო ხალხი ციხეში ზის და თვალები აქვს დათხრილი, თქვენ კიდევ აქ ისვენებთ“ და ა.შ., რაზეც ეს ზაქრო მეუბნებოდა აბა ჩამოდიო. მერე, რომ ჩავედით, „ჩექ აუთი“ იყო და დამინახა. მომვარდა მაგისი ქალი, ცოლი, დაცვის თანამშრომელი და თვითონ. შენ ვის უთხარი მონაო - ეს ქალი გამოექანა და მთხლიშა სახეში“, – ამბობს ირაკლი არეშიძე.

Maverick ყოჩაღ ქალბატონო!
გავრილოვის სპექტაკლის დამდგმელი ნაცბოზბანდის ნამდვილი მონები სხვას რომ აბრალებთ მონობას ნამდვილად იმსახურებთ ქალისგან!... სახეში თხლეშვას!
თქვენ, არაკაცები ქალისგან გაძუყვნის ღირსი ხართ!
4 წლის უკან
სოციალისტი მთელი 100% -ით გეთანხმები Maverik!
4 წლის უკან
Katana :))) -- დეე! უთხარი რამე, რა, ქუცნაშვილის ცოლი მცეეემს!..

კვიციანის და ემა ტუხიაშვილის დიალოგზე ვიცინე: მუშტი რომ დაარტყით და დააგდეთ ის ახალგაზრდაო!.. - უტევს ემა. - მუშტი არ დამირტყამს, დამეჯახა და მეც დავეჯახე - მუცელი მივარტყიო, -თავს იმართლრებს ემზარი. (გაუშვეს კადრები, მართლა ეგრე აღმოჩნდა). - მაგრამ ხომ წაიქცაო?! - არ ჩერდება ჟურნალისტი. - მერე, მაგას მუხლებში ძალა არ ჰქონდეს, რა ჩემი ბრალიაო, - ემზარმა.- დილიდან რომ სასტვენები აქვთ პირში გარჭობილი, იმის მაგივრად ივარჯიშონ და არ წაიქცევიან ყოველ სულის შებერვაზეო!.. :)))
4 წლის უკან
სოციალისტი Katana -ს? ხომ არ იცი ამ ემა ტუხიაშვილს რა დაალევინეს და როგორ მონუსხეს, რომ ასეთი გულმხურვალე და პირდაპირ სექსუალურად აღტყინებულია ხუხაშვილზე და უგულავაზე?!
4 წლის უკან
Katana : )))))
ადრე მშვიდი იყო და უფერული; ახლა დამშვენდა, გაკაპასდა და განაცდა :))
4 წლის უკან