რომან გოცირიძე,:  ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება კონსტიტუციის დარღვევაა -

რომან გოცირიძე,: ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება კონსტიტუციის დარღვევაა -

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება კონსტიტუციის დარღვევაა.

როგორც გოცირიძე აცხადებს, თუ ადამიანი პატიმრობაში არ იმყოფება, სადეპუტატო უფლებამოსილების შეზღუდვის უფლება არავის აქვს.

“აბსურდია, რომ ნიკა მელიას უფლება აქვს საკუთარი სახლიდან ჩაერთოს ტელევიზიებს და არა აქვს უფლება სტუდიიდან ჩართვის. სადაა ლოგიკა აქ? პროკურატურა თუ მოინდომებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას წინასწარი პატიმრობით, ხელახლა უნდა მიმართოს პარლამენტს იმუნიტეტის მოსახსნელად. ამ პარლამენტმა ერთხელ უკვე დაისხა თავს ლაფი და არავინ მეგულება( ესენიც კი), რომ ტელევიზიაში მისვლის გამო პატიმრობაზე დათანხმდნენ. უნდა შეცვალოს სასწრაფოდ პროკურატურამ შინაპატიმრობის რეჟიმი და მიმართოს ამ წინადადებით სასამართლოს”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.