მამუკა ხაზარაძე ორ ცეცხლს შუაა

მამუკა ხაზარაძე ორ ცეცხლს შუაა

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს, როგორც “ქართული ოცნება“, ისე “ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვის.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე დღეს “ორ ცეცხლს შუაა“. “მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებისთვის ისეთივე პრობლემაა, როგორც “ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამ პარტიებს უნდათ, შუა გაიკრიფოს და ყველაფერი გაინაწილონ, ანუ სურთ სამყაროში მათ გარდა არავინ არსებობდეს. მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური პარტიებისთვის დისკომფორტს ქმნის, იმიტომ რომ მას აქვს შანსი საარჩევნოდ ორპოლუსიანობის განცდა დაანგრიოს. ეს პოლიტიკური ელიტა მიჩვეულია ამ ჭაობში ცხოვრებას და თავისი პატარა თუ დიდი ბოსტნის მოზომვას. ვიღაცა ახალი რომ გამოჩნდება ამ სოფელში, ბუნებრივია, მთელი სოფელი აუმხედრდება. მამუკა ხაზარაძე ორცეცხლს შუაა“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძეს “კრიალოსანი ბიჭი“ უწოდა და განაცხადა, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას პირადად დაუჭირა მხარი, ამიტომ ის საზოგადოების მხარდაჭერას არ იმსახურებს.

თამაზი ხაზარაძე რამდენს გიხდის?
4 წლის უკან