ლელო - რაგბისტთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქცა ქართველების საყვარელ სიტყვად

ლელო - რაგბისტთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქცა ქართველების საყვარელ სიტყვად"

ფეისბუქ - მომხმარებელი დავით ბაჩილავას პოსტი:

ლელო - რაგბისტთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქცა ქართველების საყვარელ სიტყვად. იმავე მიზეზით დალელოვება (დაალელოვა) ესეც საყვარელი ქმედებაა ქართველთათვის... ერთადერთი სიტყვაა ასეთი ფორმით ნათქვამი რომელიც ცუდ გრძნობებს არ აღძრავს, უმეტესობა ასეთი ფორმით ნათქვამისა, ქართული ხალხური ბილწსიტყვაობის გამოხატულებაა, რომელიც რაიმე ფაქტსა თუ ქმედებაზე გამოჭერას აღნიშნავს, „დალელოვება“ იყო ის ქმედება, რომელიც ისე შეგვაყვარეს ზემო აღნიშნულმა ბორჯღალოსნებმა, რომ სხვისი დალელოვებაც კი გვიხაროდა, მაგრამ... მოვიდა „გულანთებული, ეროვნული, ქველმოქმედ-გულჩვილი და სხვა საყვარლობები პიროვნება“ და პოლიტიკაში გაარჭო ეს ჩვენი ლელო... მთელი ღამე ვიფიქრე, ჩემი პირადი „სიმპატიებიდან“ გამომდინარე აწი დალელოვება, ლელოს დადება როგორღა უნდა გამიხარდეს ამ სიტყვის მოსმენათქო, მაგრამ განათდა (გათენდა ანუ) და მოიძებნა საშველი... ისევ იმ ქართული ხალხური ბილწსიტყვაობის შედევრის (რომელიც ფაქტზე წასწრებას აღნიშნავს) მეშვეობით ნათელი გამოჩნდა გვირაბის ბოლოს - „ქართველმა ბორჯღალოსნებმა დაალელოვეს“, რა სასიამოვნოდ გაჟღერდა, თან მითუმეტეს თუ წარმოსახვის უნარი გაქვს, ამ შემთხვევაში არაფრით ჩამოუვარდება წამყვანი პორნო სტუდიების ე.წ. ჰარდკორებს... და ბოლოს, როგორი ღრმაა ქართული ენა და ხალხური ბილწსიტყვაობა გაგიჟდება კაცი და ზღვისპირას დაგაწერინებს რაიმე საოცრებებს